კონფიდენციალურობის პოლიტიკა

1.    შესავალი

Shaya Kahve Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi („ალშაია“, „კომპანია“, „ჩვენ“, „ჩვენი“) პატივს სცემს თქვენს კონფიდენციალურობას და სურს, დაიცვას და დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები სამართლიანად და გამჭვირვალედ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის („კანონი“) დებულებების შესაბამისად.

ვინაიდან www.starbucks.ge მონახულება და/ან ჩვენს მობილურ აპლიკაციაზე („მობილური აპლიკაცია“) წვდომა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებას და დამუშავებას, ჩვენ შევიმუშავეთ და ხელმისაწვდომს ვხდით თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ კონფიდენციალურობის პოლიტიკას („კონფიდენციალურობის პოლიტიკა“ ან „პოლიტიკა“), რათა ფლობდეთ სრულყოფილ ინფორმაციას, თუ რა მონაცემებს ვაგროვებთ და როდის, როგორ და რატომ ვიყენებთ მათ, ვის ვუზიარებთ პერსონალურ მონაცემებს და როგორ ვინახავთ მათ უსაფრთხოდ, სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ასევე ნახავთ ინფორმაციას თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის, უფლებების და მათი გამოყენებისთვის საჭირო მექანიზმების შესახებ.

ვებგვერდზე/მობილურ აპლიკაციაზე წვდომამდე, დათვალიერებამდე ან სხვაგვარად გამოყენებამდე, გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ჩვენი ვებგვერდი/მობილური აპლიკაცია შეიძლება შეიცავდეს ბმულებს მესამე პირების ვებგვერდებსა და სერვისებზე. გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ როდესაც ჩვენი ვებგვერდიდან სხვა ვებგვერდზე გადადიხართ ბმულის გამოყენებით ან როდესაც ითხოვთ სერვისს მესამე მხარისგან, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა აღარ ვრცელდება და თქვენ დაექვემდებარებით მესამე მხარის კონფიდენციალურობის პოლიტიკას. თუკი გაქვთ კითხვები ან თუ გჭირდებათ მეტი ინფორმაცია კონფიდენციალურობის პოლიტიკის რომელიმე ნაწილთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით.

იმისათვის, რომ კონფიდენციალურობის პოლიტიკას უფრო მარტივად გაეცნოთ, გთხოვთ, იხილოთ ქვემოთ შესაბამისი სამართლებრივი ტერმინების/ცნებების ლექსიკონი და მათი განმარტებები/ახსნები:

იურიდიული ტერმინი

განმარტება / ახსნა

პერსონალური მონაცემები

ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით.

 

პერსონალურ მონაცემთა განსაკუთრებული კატეგორიები

მონაცემი, რომელიც უკავშირდება ფიზიკური პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას, სქესობრივ ცხოვრებას, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს სისხლის სამართლის პროცესში, მსჯავრდებას, ნასამართლობას, განრიდებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანაშაულის მსხვერპლად ცნობას, პატიმრობას და მის მიმართ სასჯელის აღსრულებას, აგრეთვე ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს, რომლებიც ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით მუშავდება.

 

მონაცემთა სუბიექტი

ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება.

 

მონაცემთა დამუშავება

მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით.

 

მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი

ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას.

 

მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი

ფიზიკური პირი,იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც მონაცემებს ამუშავებს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან მისი სახელით. დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად არ მიიჩნევა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირი.

 

მიმღები

ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელსაც მონაცემები გადაეცა, გარდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა.

 

თანხმობა

მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე აქტიური მოქმედებით, წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) ან ზეპირად, თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული ნება.

 

ონლაინ იდენტიფიკატორები

ინტერნეტ პროტოკოლის მისამართები, ქუქი-ფაილის იდენტიფიკატორები ან სხვა იდენტიფიკატორები, როგორიცაა რადიოსიხშირული იდენტიფიკაციის ტეგები, რომლებიც მოწოდებულია მონაცემთა სუბიექტის მოწყობილობების, აპლიკაციების, ხელსაწყოებისა და პროტოკოლების მიერ. ამან შეიძლება დატოვოს კვალი, რომელიც, კერძოდ უნიკალურ იდენტიფიკატორებთან და სერვერების მიერ მიღებულ სხვა ინფორმაციასთან ერთად, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფიზიკური პირების პროფილების შესაქმნელად და მათი იდენტიფიცირებისთვის.

 

პროფაილინგი

მონაცემთა ავტომატური დამუშავების ნებისმიერი ფორმა, რომელიც გულისხმობს მონაცემების გამოყენებას ფიზიკურ პირთან დაკავშირებული გარკვეული პიროვნული მახასიათებლების შესაფასებლად, კერძოდ, იმ მახასიათებლების ანალიზსა და პროგნოზირებას, რომლებიც შეეხება ფიზიკური პირის მიერ სამუშაოს შესრულების ხარისხს, მის ეკონომიკურ მდგომარეობას, ჯანმრთელობას, პირად ინტერესებს, სანდოობას, ქცევას, ადგილსამყოფელს ან გადაადგილებას.

 

2.    ვინ ვართ ჩვენ და როგორ დაგვიკავშირდეთ?

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირია Shaya Kahve Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi, თურქეთის კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული და მოქმედი კომპანია, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს Yamanevler Mah. Site Yolu Cad. Anel İş Merkezi No:5 Ümraniye, İstanbul, Türkiye-ში, სათანადოდ რეგისტრირებული საიდენტიფიკაციო ნომრით 495157-0.

თუ გაქვთ შეკითხვები ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათ შორის თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის, უფლებებთან დაკავშირებით, ან გსურთ გამოიყენოთ ამ პოლიტიკაში მოცემული ნებისმიერი უფლება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკონტაქტო მონაცემების გამოყენებით:

·        ელექტრონული ფოსტის მისამართი: starbucks-ge-app@alshaya.com

3.    რომელ პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ და როდის ვაგროვებთ მას?

ჩვენს ვებგვერდზე/მობილურ აპლიკაციაზე თქვენ მიერ განხორციელებული მოქმედებების ან/და თქვენ მიერ არჩეული სერვისების მიხედვით, ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ თქვენ შესახებ შემდეგი პერსონალური მონაცემები:

(ა) პერსონალურ მონაცემთა კატეგორიები, რომლებსაც უშუალოდ თქვენგან ვიღებთ:

როდესაც თქვენ იყენებთ ჩვენს ვებგვერდს ან მობილურ აპლიკაციას, ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შემდეგი კატეგორიები:

·        სახელი და გვარი;

·        ასაკი და სქესი (არასავალდებულო);

·        საკონტაქტო ინფორმაცია (ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი);

·        ანგარიშის პაროლი და შესვლის მონაცემები, ანგარიშის ID;

·        მომხმარებლის ტრანზაქციის ინფორმაცია (ტრანზაქციის დადასტურება, შეძენის/შეკვეთის ისტორია, მაღაზიის ინფორმაცია, პროდუქტის ინფორმაცია, მდებარეობა (არ ინახება), ლოიალობის ქულების რაოდენობა, წევრობასთან დაკავშირებული ინფორმაცია);

·        თქვენი შემხებლობა მობილურ აპლიკაციასთან/ვებგვერდთან (ნებისმიერი წერილობითი ან სატელეფონო (აუდიო) მოთხოვნა, საჩივარი, პრეფერენციები, შეტყობინებების პარამეტრები და ა.შ.).

(ბ) პერსონალურ მონაცემთა კატეგორიები, რომლებსაც ვაგროვებთ ავტომატურად, როდესაც თქვენ იყენებთ ჩვენს ვებგვერდს, თქვენი ბრაუზერის პარამეტრების მიხედვით:

ონლაინ იდენტიფიკატორები და სხვა მონაცემები, როგორებიცაა:

·        IP მისამართი - ჩვენი ვებგვერდის/მობილური აპლიკაციის ვიზიტისას შეგვიძლია შევაგროვოთ თქვენი მოწყობილობისთვის ავტომატურად მინიჭებული IP მისამართი. IP მისამართი არის უნიკალური ნომერი, რომელიც საშუალებას აძლევს კომპიუტერს, კომპიუტერების ჯგუფს ან ინტერნეტთან დაკავშირებულ სხვა მოწყობილობას (როგორიცაა თქვენი მობილური ტელეფონი ან პლანშეტი) ინტერნეტში სერფინგს;

·        მოწყობილობის ინფორმაცია (მოწყობილობის ტიპი, ოპერაციული სისტემა, პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიები, კონფიგურაციის პარამეტრები, ინტერნეტ კავშირის დეტალები), მათ შორის მდებარეობის მონაცემები (თქვენი დადასტურების შემდეგ);

·        ვებგვერდის გამოყენება და დათვალიერების ისტორია - ასევე შეგვიძლია ჩავწეროთ თქვენი ვიზიტის დრო და თარიღი, მოთხოვნილი გვერდები და თქვენი ინტერნეტ ბრაუზერის ვერსია;

·        ქუქი-ფაილის ინფორმაცია (დეტალებისთვის იხილეთ ჩვენი ქუქი-ფაილის პოლიტიკა).[PwC2] 

(გ) ჩვენ მიზანმიმართულად არ ვაგროვებთ:

·        მონაცემთა განსაკუთრებულ კატეგორიებს - ალშაია არ გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის, რასობრივი ან ეთნიკური წარმოშობის, პიროვნული რწმენის ან სექსუალური ორიენტაციის ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონით განსაზღვრულ მონაცემთა სხვა განსაკუთრებული კატეგორიების შესახებ. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შეგნებულად მოგვაწვდით ასეთ დეტალებს ჩვენთან კომუნიკაციის, ჩვენი დახმარების მოთხოვნის ან საჩივრის შეტანისას, ჩვენ დავამუშავებთ ასეთ მონაცემთა განსაკუთრებულ კატეგორიას, რათა გიპასუხოთ, დაგეხმაროთ ან სხვა.

(დ) როდის აგროვებს ალშაია თქვენს პერსონალურ მონაცემებს?

ზოგადად, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, როდესაც ჩვენთან ურთიერთობას ირჩევთ ჩვენი ვებგვერდის ან სხვა ონლაინ საშუალებების გამოყენებით. მაგალითად:

·        ჩვენი ვებგვერდის/მობილური აპლიკაციის მონახულება;

·        მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაცია;

·        ჩვენი საინფორმაციო ბიულეტინის და/ან მარკეტინგული შეტყობინებების გამოწერა;

·        ჩვენთან დაკავშირება ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით ან ჩვენს ვებგვერდზე სპეციალურად გამოყოფილი ფუნქციონალით („დაგვიკავშირდით“ სექცია), ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.

·        კვლევის მიზნით თქვენთვის გაგზავნილი კითხვარის შევსება (მონაწილეობა ნებაყოფლობითია).

 

4.    პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ძირითადი პრინციპები

კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში, ჩვენ მკაცრად ვიცავთ კანონმდებლობით გათვალისწინებულ მონაცემთა დამუშავების შემდეგ პრინციპებს:

ü  კანონიერება, სამართლიანობა და გამჭვირვალობა - მონაცემები დამუშავებულია კანონიერად, სამართლიანად და გამჭვირვალედ.

ü  კონკრეტული მიზნები - მონაცემები შეგროვებულია კონკრეტული, მკაფიო და ლეგიტიმური მიზნებისთვის და არ არის შემდგომში დამუშავებული ისე, რომ შეუთავსებელი იყოს ამ თავდაპირველ მიზნებთან.

ü  მონაცემთა მინიმიზაცია - მონაცემთა დამუშავება არის ადეკვატური, რელევანტური და შეზღუდული იმით, რაც აუცილებელია იმ მიზნებისთვის, რისთვისაც ისინი მუშავდება.

ü  სიზუსტე - მონაცემები არის ზუსტი და, საჭიროების შემთხვევაში, განახლებული;

ü  მონაცემთა შენახვა - მონაცემები ინახება ისეთი ფორმით, რომელიც იძლევა მონაცემთა სუბიექტების იდენტიფიცირების საშუალებას არაუმეტეს იმ პერიოდისა, რაც აუცილებელია იმ მიზნებისთვის, რისთვისაც პერსონალური მონაცემები მუშავდება. პერსონალური მონაცემები შეიძლება ინახებოდეს უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, თუ პერსონალური მონაცემები დამუშავდება ექსკლუზიურად საჯარო ინტერესების არქივირების მიზნებისთვის, სამეცნიერო ან ისტორიული კვლევის მიზნებისთვის ან სტატისტიკური მიზნებისთვის.

ü  მთლიანობა და კონფიდენციალურობა -  მონაცემები დამუშავებულია ისე, რომ უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების სათანადო უსაფრთხოებას, მათ შორის დაცვას არაავტორიზებული ან უკანონო დამუშავებისგან და შემთხვევითი დაკარგვის, განადგურების ან დაზიანებისგან, სათანადო ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების გამოყენებით.

 

5.    მონაცემთა დამუშავების მიზნები

ჩვენი მობილური აპლიკაციის/ვებგვერდის მეშვეობით მიღებული თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება მხოლოდ განსაზღვრული, მკაფიო და ლეგიტიმური მიზნებისთვის. კერძოდ, ჩვენ შეიძლება დავამუშავოთ თქვენი პერსონალური მონაცემები შემდეგი მიზნებისთვის:

·        მოგაწოდოთ ჩვენი პროდუქტები და სერვისები - მაგალითად, თქვენი მომხმარებლის ანგარიშის შექმნა და მართვა, თქვენი შეკვეთების დამუშავება, გადახდების დამუშავება, პროდუქტების მიწოდება და გაყიდვის შემდგომი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

·        მომხმარებელთა ურთიერთობებისა და კომუნიკაციების მართვა - მაგალითად, თქვენს მოთხოვნებსა და საჩივრებზე პასუხის გაცემა, მომხმარებელთა მხარდაჭერის უზრუნველყოფა და თქვენთან მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნება სხვადასხვა არხებით;

·        გაყიდვებისა და ოპერაციული საქმიანობის განხორციელება - მაგალითად, მაღაზიაში შესყიდვების, ონლაინ შეკვეთების, სასაჩუქრე ბარათის სერვისებისა და კორპორატიული გაყიდვების პროცესების მართვა;

·        ჩვენი პროდუქტების, სერვისებისა და მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესება - მაგალითად, მომხმარებელთა ქცევის ანალიზი, გამოკითხვების ჩატარება, სერვისის ხარისხის გაუმჯობესება და ვებგვერდისა და აპლიკაციის მუშაობის ოპტიმიზაცია;

·        მარკეტინგული და სარეკლამო საქმიანობის განხორციელება (სადაც კანონით ნებადართულია) - მაგალითად, საინფორმაციო ბიულეტენების, პერსონალიზებული შეთავაზებების, კამპანიებისა და ღონისძიებებზე მოწვევების გაგზავნა;

·        ლოიალობისა და ჯილდოების პროგრამების მართვა - მაგალითად, წევრობის შეღავათების, ქულების, კამპანიებისა და მომხმარებელთა ჩართულობის აქტივობების ადმინისტრირება;

·        კანონმდებლობით და მარეგულირებელი ვალდებულებების შესრულება - მაგალითად, ჩანაწერების შენარჩუნება, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება და ინფორმაციის მიწოდება კომპეტენტური ორგანოებისთვის;

·        უსაფრთხოების უზრუნველყოფა და თაღლითობის პრევენცია - მაგალითად, ჩვენი IT სისტემების დაცვა, ჩვენი ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის უსაფრთხო გამოყენების უზრუნველყოფა და ბოროტად გამოყენების პრევენცია.

 

6.    მონაცემთა დამუშავების საფუძვლები

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც მიღებულია ჩვენი ვებგვერდის/მობილური აპლიკაციის მეშვეობით, შეიძლება დამუშავდეს, თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის შესაბამისად, ერთ-ერთი შემდეგი სამართლებრივი საფუძველი მაინც არსებობს:

დამუშავება აუცილებელია თქვენი მოთხოვნით ხელშეკრულების დადებამდე ან ხელშეკრულების შესასრულებლად, რომლის მხარეც თქვენ ხართ.

მაგალითად:

·        თქვენი მომხმარებლის ანგარიშის შექმნა და მართვა;

·        სასაჩუქრე ბარათების და ლოიალობის პროგრამის სერვისების მიწოდება;

·        მომხმარებელთა მხარდაჭერის არხებით თქვენი მოთხოვნების განხილვა.

მონაცემთა დამუშავება აუცილებელია ალშაიას მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

მაგალითად:

·        ბუღალტრული და საგადასახადო ჩანაწერების შენარჩუნება;

·        ზედამხედველობის ორგანოებისთვის ინფორმაციის მიწოდება ინსპექტირების დროს;

·        მომხმარებელთა დაცვისა და სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.

 

თქვენ მოგვეცით თქვენი თავისუფალი, კონკრეტული, ინფორმირებული და ცალსახა თანხმობა კონკრეტული დამუშავებისთვის. თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს გააუქმოთ თქვენი თანხმობა.

მაგალითად:

·        საინფორმაციო ბიულეტენებზე და მარკეტინგულ შეტყობინებებზე გამოწერა;

·        სარეკლამო შეთავაზებებისა და კამპანიების მიღება.

დამუშავება აუცილებელია ალშაიას ლეგიტიმური ინტერესების მისაღწევად, იმ პირობით, რომ ასეთი ინტერესები არ უპირისპირდება თქვენს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. კერძოდ, ჩვენი ლეგიტიმური ინტერესები მოიცავს:

·        მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესება – მომხმარებელთა კმაყოფილების გაგება ჩვენი პროდუქტების, სერვისების, ვებგვერდის მუშაობისა და მხარდაჭერის პროცესების გასაუმჯობესებლად;

·        კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნება – მომხმარებელთა პრეფერენციებისა და მოლოდინების ანალიზი შეთავაზებების მოსარგებად და პროდუქტებისა და სერვისების ხარისხის გასაუმჯობესებლად;

·        ბრენდის რეპუტაციისა და ნდობის განმტკიცება – მომხმარებელთა გამოცდილების მონიტორინგი მაღალი სტანდარტების შესანარჩუნებლად და მომხმარებელთა ლოიალობის გასაძლიერებლად;

·        მომხმარებელთა საჭიროებების გაგება – ჩვენი ვებგვერდისა და პლატფორმების საშუალებით გამოხატული ინტერესების ანალიზი შესაბამისი პროდუქტებისა და სერვისების შესათავაზებლად;

·        თანამშრომელთა მუშაობისა და მომსახურების სტანდარტების მონიტორინგი – ჩვენი თანამშრომლების მიერ თქვენთვის გაწეული მომსახურების ხარისხის და სტანდარტების კონტროლი.

მაგალითად:

·        ანალიტიკის ჩატარება და ანგარიშგება;

·        მომხმარებელთა მხარდაჭერის პროცესების გაუმჯობესება;

·        მომხმარებელთა ურთიერთობებისა და კომუნიკაციების მართვა;

·        IT უსაფრთხოების უზრუნველყოფა და თაღლითობის პრევენცია.

 

7.    ხმოვანი მონაცემების დამუშავება ჩვენი ქოლ-ცენტრის მეშვეობით

როდესაც დაუკავშირდებით ჩვენს ქოლ-ცენტრს, თქვენი ზარი ჩაიწერება და თქვენი ხმოვანი მონაცემები დამუშავდება ალშაიას მიერ მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ადეკვატური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, ხარისხის კონტროლისთვის და ჩვენი თანამშრომლების მომზადებისთვის. ზარის დასაწყისში გეცნობებათ, რომ საუბარი იწერება, და ზარის გაგრძელებით თქვენ ადასტურებთ თანხმობას აუდიოჩაწერაზე. ამ დამუშავების სამართლებრივი საფუძველია თქვენი თანხმობა და ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი მაღალი ხარისხის მომხმარებელთა მომსახურების უზრუნველსაყოფად.

შეგროვებული მონაცემები მოიცავს ხმოვან ჩანაწერს, თქვენს ტელეფონის ნომერს, ზარის თარიღსა და დროს, და ნებისმიერ პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც გააზიარებთ საუბრის განმავლობაში. ხმოვანი ჩანაწერები ხელმისაწვდომია მხოლოდ უფლებამოსილი პერსონალისთვის, რის შემდეგადაც ისინი უსაფრთხოდ ნადგურდება ჩვენი მონაცემთა შენახვისა და გადადგურების პოლიტიკის მიხედვით. თქვენი მონაცემების, მათ შორის, აუდიო მონაცემების, დამუშავებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი უფლებები, რომლებიც განსაზღვრულია ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის მე-14 მუხლში.

8.    პროფილირება

ჩვენ არ ვიღებთ თქვენს შესახებ რაიმე გადაწყვეტილებას ავტომატური გადაწყვეტილების მიღების პროცესების გამოყენებით (ანუ, გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება მხოლოდ ავტომატური საშუალებებით ადამიანის ჩარევის გარეშე), რომლებსაც თქვენზე სამართლებრივი ან მსგავსი მნიშვნელოვანი გავლენა აქვს.

თუმცა, ჩვენ ვახორციელებთ პროფილირებას, რომელსაც ჩვენი თანამშრომლები ახორციელებენ არაავტომატური საშუალებებით, იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს თქვენი გამოცდილება და მოგაწოდოთ შესაბამისი კომუნიკაციები. კონკრეტულად, ჩვენ ვიყენებთ პროფილირებას:

·        თქვენს პრეფერენციებზე მორგებული პერსონალიზებული შეთავაზებების მოსაწოდებლად;

·        ექსკლუზიურ მარკეტინგულ სიებში თქვენს ჩასართავად; და

·        ლოიალობის მიზნობრივი დაგეგმვისთვის, ჩვენს ბრენდთან თქვენი ჩართულობის საფუძველზე.

პროფილირების მიზნებისთვის, ჩვენ ვამუშავებთ შემდეგ მონაცემებს: თქვენი შესყიდვების ისტორია, პრეფერენციები, ასაკი (არასავალდებულო), სქესი (არასავალდებულო) და აპლიკაციის გამოყენება. ეს საშუალებას გვაძლევს გაგიზიაროთ შეთავაზებები, რომლებიც შეესაბამება თქვენს ინტერესებს, თავიდან ავიცილოთ პროდუქტების აქციები, რომლებიც თქვენს რეგიონში მიუწვდომელია.

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უარი თქვათ პროფილირებაზე მარკეტინგული ქუქი-ფაილების პარამეტრების შეცვლით (თუ ადრე თანხმობა გქონდათ გაცემული) ან მოთხოვნის დაფიქსირებით ჩვენთან დაკავშირების დროს.

 

9.    რა ვადით ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?

ჩვენს კომპანიას აქვს დადგენილი შენახვისა და განადგურების პოლიტიკა პერსონალური მონაცემების შენახვისა და წაშლისთვის. თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვისა და განადგურების პროცედურები ხორციელდება ამ პოლიტიკის ფარგლებში. შესაბამისად, თუ საქართველოს შესაბამის კანონმდებლობაში მონაცემების შენახვის ვადაა მითითებული, აღნიშნული მონაცემები უნდა ინახებოდეს მინიმუმ ამ პერიოდის განმავლობაში.

შესაძლო სასამართლო მოთხოვნის ან კანონით უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის დაგვიანებით მიღების ან დავის წარმოშობის შესაძლებლობების გათვალისწინებით, რომლის მხარეც შეიძლება ვიყოთ, მონაცემების შენახვის ვადა განისაზღვრება თქვენი მონაცემების შენახვისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებზე 6 თვიდან 1 წლამდე ვადის დამატებით, და განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, აღნიშნული მონაცემები იშლება, ნადგურდება ან ანონიმდება.

თუ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ჩვენ მიერ დამუშავებული მონაცემების შენახვის ვადას, თქვენი მონაცემები წაიშლება, განადგურდება ან ანონიმიზირდება თქვენი მოთხოვნის გარეშე ჩვენი სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტიდან 10 წლის გასვლის შემდეგ, ჩვენს შორის ურთიერთობიდან გამომდინარე შესაძლო დავების გათვალისწინებით.

თუ პერსონალური მონაცემების დამუშავების არცერთი საფუძველი აღარ არსებობსან ჩვენ მიერ განსაზღვრული ან კანონმდებლობით დადგენილი შენახვის ვადა ამოიწურა, თქვენი მონაცემები წაიშლება, განადგურდება ან ანონიმიზირდება ex officio პირველ პერიოდული განადგურების თარიღზე ან მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში. თუ თქვენ მოითხოვთ თქვენი მონაცემების წაშლას შესაბამისი მიზეზის არსბობის შემთხვევაში, თქვენი მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში.

 

10.  ქუქი-ფაილების ან მსგავსი მოწყობილბების გამყენება

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს ჩვენს ვებგვერდზე/მობილურ აპლიკაციაში. ეს გვეხმარება მოგაწოდოთ უკეთესი გამოცდილება ჩვენი ვებგვერდის/მობილური აპლიკაციის დათვალიერებისას და ასევე საშუალებას გვაძლევს გავაუმჯობესოთ ჩვენი საიტი.

ჩვენ მიერ ქუქი-ფაილების გამოყენებისა და მათი თავიდან აცილების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ჩვენი ქუქი-ფაილის პოლიტიკა, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენი ქუქი-ფაილის პოლიტიკის გვერდზე.[PwC3] 

11.  მონაცემთა კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება

კომპანია მოწოდებულია შეინარჩუნოს პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება და იღებს ადეკვატურ ზომებს ასეთი მონაცემების დაკარგვისგან, არასწორი გამოყენებისგან, ან არაავტორიზებული შეცვლისგან ან არაავტორიზებული დამუშავების ნებისმიერი სხვა ფორმისგან.  ალშაიამ დანერგა პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების პროცედურები და ტექნიკური ზომები პერსონალური მონაცემების საფრთხეებისგან დასაცავად, მათ შორის არაავტორიზებული წვდომისგან, არასათანადო გამოყენების ან გამჟღავნებისგან, არაავტორიზებული მოდიფიკაციისგან, უკანონო განადგურებისგან ან შემთხვევითი დაკარგვისგან. ეს ზომები, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს შემდეგს:

·        კონფიდენციალურობის ვალდებულება - თანამშრომლები, რომლებიც ალშაიას სახელით ამუშავებენ პერსონალურ მონაცემებს, ვალდებულნი არიან მკაცრი კონფიდენციალურობის ვალდებულებით და რეგულარულად ეცნობებათ მონაცემთა კონფიდენციალურობის შენარჩუნების პასუხისმგებლობის შესახებ.

·        წვდომის უფლებები - პერსონალურ მონაცემებზე წვდომა მკაცრად ხორციელდება საჭიროების მიხედვით. პერსონალურ მონაცემებზე წვდომა ენიჭება მხოლოდ სამუშაო მოვალეობების შესასრულებლად, როგორც ეს მითითებულია შრომით ხელშეკრულებაში.

·        დისციპლინური ზომები - თანამშრომლებმა უნდა დაამუშაონ და გამოიყენონ პერსონალური მონაცემები მკაცრად ამ პოლიტიკის შესაბამისად და მხოლოდ სამუშაოსთან დაკავშირებული მიზნებისთვის. ამ პოლიტიკის ნებისმიერმა დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს დისციპლინური ზომები, მათ შორის სამსახურიდან გათავისუფლება, საჭიროების შემთხვევაში.

·        თანამშრომელთა ტრენინგი და ცნობიერება - იმის უზრუნველსაყოფად, რომ თანამშრომლები ინფორმირებულნი არიან მონაცემთა დაცვის სტანდარტებთან დაკავშირებით, კომპანია ატარებს მონაცემთა დამუშავების ტრენინგებსა და სემინარებს მათთვის, ვინც მონაწილეობს მონაცემთა დამუშავების საქმიანობაში.

·        მესამე მხარის მართვა - მონაცემთა დამუშავებისთვის მესამე მხარეების ჩართვისას, ალშაია ირჩევს მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს მათი მონაცემთა დაცვის ტექნიკური და ორგანიზაციული სტანდარტების გათვალისწინებით. გარდა ამისა, კომპანია უზრუნველყოფს, რომ მესამე მხარეები ასრულებენ თავიანთ სამართლებრივ და სახელშეკრულებო ვალდებულებებს თითოეულთან მონაცემთა დამუშავების ხელშეკრულებების გაფორმებით.

·        გამჭვირვალობა - ალშაია უზრუნველყოფს, რომ მონაცემთა სუბიექტები ყოველთვის სათანადოდ ინფორმირებულნი იყვნენ კომპანიის მიერ განხორციელებული მონაცემთა დამუშავების საქმიანობისა და მათი, როგორც მონაცემთა სუბიექტების, უფლებების შესახებ. ალშაიას პროცედურები უზრუნველყოფს, რომ მონაცემთა სუბიექტებს შეუძლიათ მარტივად განახორციელონ ეს უფლებები მოქმედი სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად.

·        ტექნიკური დაცვა - მონაცემთა დამუშავების საქმიანობის უსაფრთხოება ასევე უზრუნველყოფილია ადეკვატური ტექნიკური დაცვის საშუალებების დანერგვით, როგორიცაა პერსონალური მონაცემების დაშიფვრა და ჩვენი სერვერებისა და IT სისტემების რეგულარული მონიტორინგი.

·        აუდიტი და შესაბამისობის შემოწმება - კომპანიაში ტარდება შიდა აუდიტი დანერგილი მონაცემთა დაცვის პოლიტიკასთან, კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესაფასებლად და გასაუმჯობესებელი სფეროების იდენტიფიცირებისთვის. აუდიტის შედეგები გამოიყენება კომპანიის მონაცემთა დაცვის ზომების დასახვეწად და ორგანიზაციის შიგნით ანგარიშვალდებულების გასაძლიერებლად.

 

12.  ვის ვუზიარებთ თქვენს მონაცემებს?

ალშაიას მიერ შეგროვებული და დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეიძლება გაზიარდეს მის ბიზნეს პარტნიორებთან, მომწოდებლებთან, მესამე პირებთან, რომლებისგანაც ალშაია იღებს მომსახურებას ან რომლებთანაც თანამშრომლობს, ასევე, კანონით უფლებამოსილ საჯარო უწყებებსა და ფიზიკურ პირებს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ამ პოლიტიკაში მითითებული მიზნებისთვის. მაგალითად, დავის ან ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში, მესამე მხარის პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს სასამართლოს ან ადმინისტრაციულ ორგანოს; მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის ჩასატარებლად, თქვენი პერსონალური მონაცემები გაზიარდება ჩვენს მომსახურების მიმწოდებელთან, რომელიც გვეხმარება კვლევის ჩატარებაში; თქვენი პერსონალური მონაცემები ასევე შეიძლება გაზიარდეს სხვა კომპანიებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ მომსახურებას ალშაიასთვის ან მისი სახელით, ასეთი მომსახურების მიწოდების მიზნით (მაგალითად, ალშაიამ შეიძლება გააზიაროს თქვენი პერსონალური მონაცემები IT-თან დაკავშირებული სერვისების გარე პროვაიდერებთან) და ა.შ.

ყველა ჩვენმა პარტნიორმა აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს და დაიცვას თქვენი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა. ჩვენ ყოველთვის ვდებთ წერილობით ხელშეკრულებებს და მონაცემთა დამუშავების ხელშეკრულებებს ჩვენს პარტნიორებთან, რომლებიც იძლევიან გარანტიებს საქართველოს მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტებთან მათი შესაბამისობისა და თქვენი პერსონალური მონაცემების დასაცავად შექმნილი ადეკვატური ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების განხორციელებასთან დაკავშირებით. ჩვენ არ მივყიდით თქვენს პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებს.

 

13.  მონაცემთა დამუშავება თურქეთში

ჩვენ ვართ საერთაშორისო ბიზნესი, რომელიც დაფუძნებულია თურქეთში, შესაბამისად, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება საქართველოს ტერიტორიის გარეთ, კერძოდ თურქეთში. ჩვენ გაცნობებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, რომ თურქეთი უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ადეკვატურ დონეს. შესაბამისად, თურქეთი არ არის დასახელებული საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განსაზღვრულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო უსაფრთხოების გარანტიებს მქონე ქვეყნების „თეთრ სიაში”. თუმცა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ალშაია ჯგუფის კომპანიები მოქმედებენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სტანდარტების შესაბამისად, ადეკვატური სამართლებრივი, ორგანიზაციული, ტექნიკური და უსაფრთხოების ზომების მიღებით.

თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტი, ამით თანხმობას აცხადებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელმა პირმა, Shaya Kahve Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi, სათავო ოფისით თურქეთში, პერსონალური მონაცემები დაამუშავოს ამ პოლიტიკის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას და/ან მიღებას Shaya Kahve Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi-ს მიერ, კომპანიის სათავო ოფისით თურქეთში, გთხოვთ, არ გამოიყენოთ ჩვენი ვებგვერდი ან მობილური აპლიკაცია. როდესაც ეს გამართლებული ან აუცილებელია, ჩვენ გადავცემთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მესამე ქვეყნებში დაფუძნებულ ან სერვერების მფლობელ პარტნიორებს/სუბიექტებს სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემების ნებისმიერი გადაცემა შეესაბამება მოქმედ მონაცემთა დაცვის კანონებსა და სტანდარტებს.

 

14.  სპეციალური წარმომადგენელი

“კანონის” 34-ე მუხლის შესაბამისად, ალშაიამ დანიშნა შპს ალშაია ჯორჯია (საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული კომპანია, რეგისტრირებული მისამართით: საქართველო, ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, მერაბ ალექსიძის ქუჩა, N 12, სართული 7, ბლოკი „ბ“, საოფისე ფართი N 38, საიდენტიფიკაციო ნომერი: 402109758) სპეციალურ წარმომადგენლად („სპეციალური წარმომადგენელი“). შესაბამისად, სპეციალური წარმომადგენელი ვალდებული იქნება შეასრულოს გენერალური აუდიტორის მოთხოვნა და/ან გადაწყვეტილება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონით გათვალისწინებული წესით.

 

15.  რა უფლებები გაქვთ, როგორც მონაცემთა სუბიექტს?

თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს, გაქვთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი უფლებები:

·        ინფორმაციის მიღების უფლება მონაცემთა დამუშავების შესახებ – მოითხოვოთ დადასტურება, მუშავდება თუ არა თქვენი მონაცემები; დაადგინოთ ასეთი მონაცემთა დამუშავების საფუძველი, მათ შორის ინფორმაცია დამუშავების მიზნისა და საფუძვლების შესახებ; მოითხოვოთ ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების წყაროს, მონაცემთა შენახვის პერიოდის ან შენახვის პერიოდების განსაზღვრის კრიტერიუმების შესახებ, თუ კონკრეტული პერიოდის შეფასება შეუძლებელია; მოითხოვოთ მონაცემთა მიმღების ვინაობა ან კატეგორია და თუ მონაცემები მესამე მხარეს გადაეცემა, მიაწოდოთ ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლებისა და მიზნის შესახებ; მოთხოვნის შემთხვევაში, მიიღოთ ყველა არსებითი ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, უფასოდ;

·        მონაცემებზე წვდომის და ასლის მიღების უფლება – თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ წვდომა თქვენს დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებზე და უსასყიდლოდ მიიღოთ მათი ასლები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შესაბამისი კანონმდებლობა ითვალისწინებს საფასურის დაკისრებას ან როდესაც ალშაიას მიერ განსაზღვრული საფასური გონივრული და გამართლებულია, მათ შორის, იმ რესურსების გათვალისწინებით, რომლებიც საჭიროა მონაცემების განსხვავებულ ფორმატში მიწოდებისთვის, ან მოთხოვნების სიხშირის გამო.

·        მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება – მოითხოვოთ არასწორი, არაზუსტი და/ან არასრული პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება და/ან შევსება;

·        დამუშავების შეწყვეტის, მონაცემთა უზრუნველყოფის ან განადგურების უფლება – მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა და/ან განადგურება (გარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა);

·        მონაცემთა დაბლოკვის უფლება – მოითხოვოთ მონაცემთა შეზღუდვა (დაბლოკვა) შემდეგ შემთხვევებში: ა) მონაცემთა ავთენტურობას ან სიზუსტეს სადავოს ხდის მონაცემთა სუბიექტი; ბ) მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა მონაცემთა სუბიექტი ეწინააღმდეგება მონაცემთა წაშლას და ითხოვს მათ დაბლოკვას; გ) მონაცემები აღარ არის საჭირო დამუშავების მიზნებისთვის, მაგრამ ისინი საჭიროა მონაცემთა სუბიექტის მიერ საჩივრის/პრეტენზიის წარსადგენად; დ) მონაცემთა სუბიექტი ითხოვს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას, წაშლას ან განადგურებას და ეს მოთხოვნა განიხილება; ე) არსებობს მონაცემთა შენარჩუნების საჭიროება მტკიცებულებად გამოსაყენებლად;

·        მონაცემთა გადაცემის უფლება – მიიღოთ თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები სტრუქტურირებულ, საჯაროდ გამოსაყენებელ და მანქანურად წაკითხვად ფორმატში, ან მოითხოვოთ ასეთი მონაცემების გადაცემა სხვა მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირისთვის, თუ (ა) მონაცემთა დამუშავება ხორციელდება თქვენი თანხმობის საფუძველზე და/ან თუ მონაცემთა დამუშავება აუცილებელია თქვენთან სახელშეკრულებო ვალდებულების შესასრულებლად, (ბ) ექვემდებარება ავტომატურ მონაცემთა დამუშავებას და (გ) ეს ტექნიკურად შესაძლებელია;

·        ავტომატური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები – თქვენ გაქვთ უფლება არ დაექვემდებაროთ გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ ავტომატურ დამუშავებაზე, მათ შორის პროფილირებაზე, რომელსაც თქვენზე სამართლებრივი შედეგები აქვს ან მსგავსად მნიშვნელოვნად მოქმედებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროფილირებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება მიიღება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონით მითითებულ კონკრეტულ საფუძვლებზე;

·        თანხმობის გაუქმების უფლება – გააუქმოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობა (მაგ. მარკეტინგული კომუნიკაციის მიღებაზე თანხმობა, პროფილირებაზე თანხმობა, მონაცემთა გადაცემაზე თანხმობა და ა.შ.) ნებისმიერ დროს ყოველგვარი ახსნის ან დასაბუთების საჭიროების გარეშე (თუ მონაცემთა დამუშავებისთვის მიღებულია თანხმობა). მიუხედავად ამისა, თუ მონაცემთა დამუშავებისთვის არსებობს სხვა ლეგიტიმური საფუძვლები, ალშაიამ შეიძლება გააგრძელოს პერსონალური მონაცემების დამუშავება, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გაუქმების შემდეგაც კი;

·        საჩივრის შეტანის უფლება – უფლებების დარღვევის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს (მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზ. N96, თბილისი, საქართველო) ან სასამართლოს (დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64, თბილისი, საქართველო).

 

16.  როგორ შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენი უფლებები?

მოთხოვნის წარდგენა – თქვენი უფლებების განსახორციელებლად, თქვენ უნდა წარადგინოთ მოთხოვნა წერილობით, მათ შორის ელექტრონული ფოსტით, ამ პოლიტიკაში მითითებული საკონტაქტო მონაცემების გამოყენებით.

განმცხადებლის იდენტიფიკაცია – მოთხოვნების სწორად განხილვისა და მართვის მიზნით, ალშაია მოუწოდებს მონაცემთა სუბიექტებს, მაქსიმალურად სრულად მოახდინონ საკუთარი თავის იდენტიფიცირება. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას აქვს გონივრული ეჭვი განმცხადებლის ვინაობასთან დაკავშირებით, ის მოითხოვს დამატებით ინფორმაციას სავარაუდო ვინაობის დასადასტურებლად.

პასუხის გაცემა – ალშაია მოგაწვდით პასუხს და ნებისმიერ მოთხოვნილ ინფორმაციას ელექტრონული ფორმატით, თუ თქვენ არ მოითხოვთ მათ სხვა ფორმატით მიწოდებას და ასეთი ფორმატი არ მოითხოვს ზედმეტად დიდ ძალისხმევას ან ხარჯებს.

უარის თქმის შემთხვევაში – თუ ჩვენ უარს ვიტყვით თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ჩვენ გაცნობებთ ამ გადაწყვეტილების მიზეზებს.

 

17.  სხვა დებულებები

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა ბოლოს განახლდა 2026 წლის 30 ივნისს და რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

პოლიტიკა წარმოადგენს ალშაიას მიერ საქართველოს კანონმდებლობასთან პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით შესაბამისობის ფორმალიზაციას.

იმის უზრუნველსაყოფად, რომ გაცნობოთ, თუ როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და როგორ ვიცავთ ყველა შესაბამის და მოქმედ მონაცემთა დაცვის  მოთხოვნასა და კომპეტენტური ორგანოების მიერ მონაცემთა დაცვის სფეროში გაცემულ რეკომენდაციებს/მოსაზრებებს, ჩვენ დროდადრო განვაახლებთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას. მნიშვნელოვანი ცვლილებების შემთხვევაში, ჩვენ გაცნობებთ ელექტრონული ფოსტით (თუ ასეთი მონაცემები ხელმისაწვდომია ჩვენთვის). თუმცა, გირჩევთ, პერიოდულად შეამოწმოთ ჩვენს ვებგვერდზე/აპლიკაციაში განთავსებული  პოლიტიკა ჩვენს ვებგვერდზე, იმისათვის, რომ ინფორმირებული იყოთ ნებისმიერი ცვლილების შესახებ.