

SHAYA KAHVE SANAYİ VE TİCARET A.Ş.
ეს შეტყობინება მომზადებულია მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის, Shaya Kahve Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi-ს („Shaya Kahve“, „სტარბაქსი“), მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის („კანონი“) ფარგლებში.
ჩვენ ვიყენებთ პირველი და მესამე მხარის ქუქი-ფაილებს ვებგვერდის/მობილური აპლიკაციის გარკვეულ მონაკვეთებში, რომლებიც მდებარეობს მისამართზე https://www.starbucks.ge/ და მასთან დაკავშირებულ მობილური აპლიკაციაში (ერთად „ვებგვერდი“). წინამდებარე ქუქი-ფაილების კონფიდენციალურობის შეტყობინება („კონფიდენციალურობის შეტყობინება“) ვრცელდება Shaya Kahve-ს მიერ მართულ ვებგვერდზე, შესაბამისად, ქუქი-ფაილები გამოყენებული იქნება ამ კონფიდენციალურობის შეტყობინებაში ახსნილი წესით.
ამ კონფიდენციალურობის შეტყობინების მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე გამოყენებული ქუქი-ფაილების განთავსებით თქვენგან ავტომატურად მიღებული პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, განგიმარტოთ თუ რა მიზნებისთვის ვიყენებთ ქუქი-ფაილებს და როგორ შეგიძლიათ ამ ქუქი-ფაილების მართვა. ჩვენს ვებგვერდზე გამოყენებული აუცილებელი ქუქი-ფაილების გარდა, სხვა ქუქი-ფაილებისთვის მიიღება მომხმარებლების ცალსახა თანხმობა. შესაბამისად, მომხმარებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს შეცვალონ თავიანთი პრეფერენციები ქუქი-ფაილებთან დაკავშირებით.
მომხმარებლებს შეუძლიათ ჩვენს ვებგვერდზე გამოყენებული ქუქი-ფაილების ტიპების ნახვა ქუქი-ფაილების მართვის პანელის მეშვეობით და „On“ ან „Off“ ღილაკების გამოყენებით განსაზღვრონ თავიანთი პრეფერენციები ყველა ქუქი-ფაილთან მიმართებით, გარდა მკაცრად აუცილებელი ქუქი-ფაილებისა. მომხმარებლებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს შეცვალონ თავიანთი პრეფერენციები მართვის პანელის მეშვეობით.
ქუქი-ფაილები წარმოადგენს მცირე ზომის ტექსტურ ფაილებს, რომლებიც ვებგვერდის მიერ იქმნება თქვენს მოწყობილობაზე და შეიცავს მონაცემებს „name-value“ ფორმატში. ქუქი-ფაილები უზრუნველყოფს შესაძლებლობას, რომ თქვენ მიერ მონახულებულმა ვებგვერდებმა შეინახონ ინფორმაცია თქვენს მოწყობილობაზე და გამოიყენონ ეს ინფორმაცია თქვენი შემდგომი ვიზიტების დროს.
ვებგვერდის მიერ შექმნილი ქუქი-ფაილები ინახება იმ ინტერნეტ ბრაუზერის მიერ, რომელსაც იყენებთ საიტზე წვდომისთვის. ქუქი-ფაილები, როგორც წესი, არ შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა მომხმარებლის სახელი, სქესი ან ზუსტი მისამართი. ქუქი-ფაილებში არსებული ინფორმაციის წაკითხვა შესაძლებელია მხოლოდ იმავე ინტერნეტ ბრაუზერის გამოყენების შემთხვევაში და მხოლოდ იმ ვებგვერდის დომენის მიერ, რომელმაც შექმნა შესაბამისი ქუქი-ფაილი (https://www.starbucks.ge/).
დღესდღეობით ქუქი-ფაილები წარმოადგენს ინტერნეტ ტექნოლოგიების მნიშვნელოვან ნაწილს, ხოლო მათი ძირითადი ფუნქციებია ონლაინ მომხმარებლის პრეფერენციების დამახსოვრება და მოწყობილობის იდენტიფიცირება კავშირის დროს. ქუქი-ფაილები პრაქტიკულად ყველა ვებგვერდზე გამოიყენება.
ქუქი-ფაილები თქვენს მოწყობილობაზე იგზავნება ვებ-დათვალიერების პროცესში, თქვენი ინტერნეტ ბრაუზერის (Chrome, Firefox, Safari, Edge და სხვ.) და Shaya Kahve-ს ვებგვერდის სერვერებს შორის დამყარებული კომუნიკაციის საფუძველზე.
მფლობელობის ტიპის მიხედვით:
შენახვის ვადის მიხედვით:
გამოყენების მიზნის მიხედვით:
აუცილებელი ქუქი-ფაილები გამოიყენება იმ მომსახურების უზრუნველსაყოფად, რომელიც თქვენ მიერ არის მოთხოვნილი (მაგალითად, სისტემაში შესვლა, ფორმების შევსება და კონფიდენციალურობის პარამეტრების დამახსოვრება). ამ ქუქი-ფაილების მეშვეობით შეგროვებული თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება „კანონით“ გათვალისწინებული მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე — „მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად“, ან „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად — „მონაცემთა დამუშავება აუცილებელია დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის (მათ შორის, არასრულწლოვანის) უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი“.
მარკეტინგისა და რეკლამის ქუქი-ფაილებს ჩვენი ბიზნეს პარტნიორები იყენებენ თქვენი ინტერესების პროფილის შესაქმნელად და თქვენთვის შესაბამისი რეკლამების საჩვენებლად. ამ ქუქი-ფაილების მეშვეობით შეგროვებული თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება თქვენი წინასწარი, ცალსახა თანხმობის საფუძველზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
შესრულების/ანალიტიკური (Performance/Analytics) ქუქი-ფაილები წარმოადგენს ისეთ ქუქი-ფაილებს, რომლებიც უზრუნველყოფს სტატისტიკურ გაზომვებს ვებგვერდზე მომხმარებელთა ქცევის ანალიზის მიზნით. აღნიშნული ქუქი-ფაილები ფართოდ გამოიყენება ვებგვერდის გაუმჯობესებისთვის, მათ შორის, რეკლამების ეფექტიანობის შეფასებისთვის. ისინი ვებგვერდის მფლობელებს საშუალებას აძლევს დაადგინონ უნიკალური ვიზიტორების რაოდენობა, გამოავლინონ საძიებო სისტემების ის ძირითადი საკვანძო სიტყვები, რომლებიც მომხმარებლებს ვებგვერდზე მოჰყავს, და დააკვირდნენ საიტზე ნავიგაციის პროცესს. ამ ქუქი-ფაილების მეშვეობით შეგროვებული თქვენი პერსონალური მონაცემები ასევე მუშავდება თქვენი წინასწარი, ცალსახა თანხმობის საფუძველზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ფუნქციური ქუქი-ფაილები გამოიყენება ვებგვერდის ფუნქციის გაუმჯობესებისა და მისი პერსონალიზაციის მიზნით (უზრუნველყოფს, რომ თქვენ მიერ არჩეული პრეფერენციები, კონფიდენციალურობის პარამეტრების გარდა, დამახსოვრებული იყოს საიტზე განმეორებით შესვლისას). ამ ქუქი-ფაილების მეშვეობით შეგროვებული თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება თქვენი წინასწარი, ცალსახა თანხმობის საფუძველზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
| ქუქი-ფაილის სახელი | ქუქი-ფაილის დანიშნულება | ქუქი-ფაილის ტიპი | შენახვის პერიოდი |
|---|---|---|---|
| popup-shown-en | ეს არის ქუქი-ფაილი, რომელიც გამოიყენება pop-up ფანჯრების ჩვენების დასარეგულირებლად. | მკაცრად აუცილებელი | 1 დღე |
| isLoggedIn | Starbucks-ის მიერ გამოყენებული სესიის ქუქი-ფაილი. | მკაცრად აუცილებელი | სესიის მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში |
| __cf_bm | ეს ქუქი-ფაილი გამოიყენება ადამიანებისა და ბოტების ერთმანეთისგან გასარჩევად. აღნიშნული მნიშვნელოვანია ვებგვერდისთვის, რათა უზრუნველყოს მისი გამოყენების შესახებ სანდო და ზუსტი სტატისტიკური ანგარიშების მომზადება. | მკაცრად აუცილებელი | 30 წუთი |
| culture | ეს ქუქი-ფაილი ინახება მომხმარებლის ენის პარამეტრებისთვის. | მკაცრად აუცილებელი | სესიის მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში |
| _ga_921ZMNPYLT | გამოიყენება იმის შესამოწმებლად, მხარს უჭერს თუ არა მომხმარებლის ბრაუზერი ქუქი-ფაილებს. | ანალიტიკა | 1 წელი |
| _ga_2X4HG3FXV6 | გამოიყენება იმის შესამოწმებლად, მხარს უჭერს თუ არა მომხმარებლის ბრაუზერი ქუქი-ფაილებს. | ანალიტიკა | 1 წელი |
| _ga | სტუმრის მიერ ვებგვერდის გამოყენების შესახებ სტატისტიკური მონაცემების გენერირების მიზნით რეგისტრირდება უნიკალური იდენტიფიკატორი. | ანალიტიკა | 1 წელი |
| _ttp | ეს ქუქი-ფაილი გამოიყენება TikTok Pixel-ის მიერ ჩვენი სარეკლამო კამპანიების ეფექტიანობის გაზომვისა და გაუმჯობესების მიზნით, აგრეთვე TikTok პლატფორმაზე მომხმარებლის გამოცდილების პერსონალიზაციისთვის (მათ შორის, რეკლამების ჩვენებისას). | მარკეტინგი | 1 წელი |
| ar_debug | ეს ქუქი-ფაილი გამოიყენება კომუნიკაციების შესანახად და თვალყურის დევნების მიზნით. | მარკეტინგი | 30 დღე |
| receive-cookie-deprecation | აგროვებს ინფორმაციას მომხმარებლის ქცევის შესახებ სხვადასხვა ვებგვერდებზე. აღნიშნული ინფორმაცია გამოიყენება ვებგვერდზე ნაჩვენები რეკლამების რელევანტურობის ოპტიმიზაციისთვის. | მარკეტინგი | 180 დღე |
| ttcsid_CHQ7G5BC77U441D0F4I0 | გამოიყენება TikTok-ის მიერ სესიის ფარგლებში მომხმარებლის ინტერაქციების დასაკვირვებლად და რეკლამების ეფექტიანობის ანალიზისთვის. აღნიშნული ქუქი-ფაილი მოქმედებს ვიზიტის განმავლობაში და აგროვებს ანონიმურ მონაცემებს მომხმარებლის ქცევის შესახებ. | მარკეტინგი | 1 წელი |
| ttcsid | გამოიყენება TikTok-ის მიერ სესიის ფარგლებში მომხმარებლის ინტერაქციების თვალყურისთვის და რეკლამების ეფექტიანობის ანალიზის მიზნით. აღნიშნული ქუქი-ფაილი მოქმედებს მხოლოდ ვიზიტის განმავლობაში და აგროვებს მომხმარებლის ქცევის შესახებ ანონიმურ მონაცემებს. | მარკეტინგი | 1 წელი |
| NID | ეს არის ქუქი-ფაილი, რომელიც ინახავს მომხმარებლის მონაცემებს და გამოიყენება რეკლამების ჩვენებისა და ტარგეტირების მიზნით. | მარკეტინგი | 183 დღე |
| VISITOR_PRIVACY_METADATA | ეს ქუქი-ფაილი გამოიყენება YouTube პლატფორმაზე მომხმარებლის კონფიდენციალურობის პარამეტრების აღრიცხვის მიზნით. | მარკეტინგი | 180 დღე |
| VISITOR_INFO1_LIVE | ეს ქუქი-ფაილი გამოიყენება YouTube-ის მიერ გამტარუნარიანობის (bandwidth) შეფასების უზრუნველსაყოფად. | მარკეტინგი | 180 დღე |
| __Secure-ROLLOUT_TOKEN | არეგისტრირებს უნიკალურ იდენტიფიკატორს, რათა აწარმოოს სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რომელი YouTube ვიდეოები აქვს მომხმარებელს ნანახი. | მარკეტინგი | 180 დღე |
| YSC | ეს ქუქი-ფაილი გამოიყენება YouTube-ის მიერ მომხმარებლის ინტერაქციების შესანახად და სამეთვალყურეოდ. | მარკეტინგი | სესიის მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში |
| _tt_enable_cookie | ეს ქუქი-ფაილი გამოიყენება ჩვენი მარკეტინგული საქმიანობისთვის და ჩვენი რეკლამების ეფექტიანობის გასაზომად TikTok ქუქი-ფაილის მეშვეობით, რომელიც აგროვებს მონაცემებს მომხმარებლის ქცევისა და შესყიდვების შესახებ ჩვენს ვებგვერდზე. | მარკეტინგი | 1 წელი |
| _fbp | ეს ქუქი-ფაილი გამოიყენება სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებული ვიზიტების შესანახად და სათვალთვალოდ. | მარკეტინგი | 90 დღე |
| IDE | ეს ქუქი-ფაილი გამოიყენება DoubleClick-ის მიერ, რათა დაარეგისტრიროს და აღრიცხოს ვებგვერდის მომხმარებლის ქმედებები რეკლამის ნახვის ან მასზე დაკლიკვის შემდეგ, რეკლამის ეფექტიანობის გასაზომად და მომხმარებლისთვის მიზნობრივი რეკლამების წარმოსადგენად. | მარკეტინგი | 1 წელი |
| _gcl_au | ეს არის Google AdSense-ის ქუქი-ფაილი, რომელიც გამოიყენება კონვერსიის (conversion rate) მაჩვენებლის გასაზომად. | მარკეტინგი | 90 დღე |
ქუქი-ფაილების გამოყენებით განხორციელებული საქმიანობის ფარგლებში, თქვენი პერსონალური მონაცემები გადაეცემა ჩვენს მომწოდებლებს შემდეგი მიზნებით: Shaya Kahve-ს მომსახურებების თქვენზე მორგება და გაუმჯობესება, მარკეტინგული აქტივობების განხორციელება, ბიზნეს საქმიანობის შესრულება/ანალიზი, აგრეთვე საქონლის/მომსახურების შეძენის პროცესების განხორციელება.
გარდა ამისა, იმ შემთხვევაში თუ თქვენ თანხმობას განაცხადებთ ზემო ცხრილში მითითებულ მარკეტინგისა და რეკლამის ქუქი-ფაილებზე, ასევე ანალიტიკურ და შესრულების ქუქი-ფაილებზე, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საზღვარგარეთ მდებარე სერვერებზე, უცხოეთში დაფუძნებული მესამე მხარის ინფრასტრუქტურული პროვაიდერების საშუალებით, მხოლოდ შენახვისა და არქივირების საქმიანობების განხორციელების მიზნით. აღნიშნულის ფარგლებში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საზღვარგარეთ განთავსებულ სერვერებზე მოქმედი სერვის-პროვაიდერების მიერ, თქვენი ნათლად გამოთქმული თანხმობის საფუძველზე და შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფით.
ქუქი-ფაილების გამოყენება ჩვენი ვებგვერდის ფუნქციონირებისთვის სავალდებულო არ არის; თუმცა, თუ თქვენი ბრაუზერის პარამეტრებს ისე დააყენებთ, რომ ქუქი-ფაილები არ მიიღოს, შესაძლოა მომხმარებლის გამოცდილების ხარისხი გაუარესდეს და ვებგვერდის რიგი ფუნქციები შეფერხდეს. განსაკუთრებულად აღსანიშნავია, რომ ტექნიკური ქუქი-ფაილები უზრუნველყოფს ვებგვერდის ძირითადი ფუნქციების შესრულებას. შესაბამისად, მათი გამორთვის შემთხვევაში, ვებგვერდის ზოგიერთმა ფუნქციამ შესაძლოა არასწორად იმუშაოს.
თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ თქვენი არჩევანი ქუქი-ფაილების მართვის პანელში შესაბამისი ღილაკების „On“ ან „Off“ შეცვლის გზით, თქვენი სურვილების შესაბამისად.
გარდა ამისა, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მართოთ თქვენი ბრაუზერი ისე, რომ დაბლოკოს ქუქი-ფაილები ყველა ვებგვერდისთვის ან მხოლოდ კონკრეტული ვებგვერდებისთვის, გაცნობოთ ქუქი-ფაილის შექმნის შესახებ, დაბლოკოს მესამე მხარის ქუქი-ფაილები ან ყველა ქუქი-ფაილი განიხილოს როგორც სესიური. ასევე, შეგიძლიათ ქუქი-ფაილების წაშლა თქვენი ბრაუზერის საშუალებით ან გადაიხედოთ ბრაუზერში შენახული ქუქი-ფაილების სიას და მათ მნიშვნელობებს. თქვენი ბრაუზერის ქუქი-ფაილების მართვის ფუნქციების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ თქვენი ბრაუზერის ოფიციალურ ვებგვერდს და გამოიყენოთ შესაბამისი ბმულები.
გარდა ამისა;
ქუქი-ფაილების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ გვერდებს https://www.aboutcookies.org ან https://www.youronlinechoices.eu/, ან გამოიყენოთ აპლიკაცია „Privacy Badger“ (https://www.eff.org/tr/privacybadger).
„კანონის“ 13-22 მუხლებით განსაზღვრული უფლებების შესახებ დეტალური ინფორმაციისა და თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ იხილოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა. Shaya Kahve იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეცვალოს ქუქი-ფაილების გამოყენების პირობები და ქუქი-ფაილების კონფიდენციალურობის შეტყობინება.