“ვაცხადებ, რომ თანახმა ვარ, ჩემი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ქვემოთ მითითებული პრეფერენციების შესაბამისად, პირდაპირი მარკეტინგული კომუნიკაციების გაგზავნის მიზნით, მათ შორის სარეკლამო, აქციებთან დაკავშირებული, ანალიტიკური და სხვა მსგავსი მიზნებისთვის. ასევე, ვადასტურებ ჩემს თანხმობას, რომ განმარტებული წესების ფარგლებში მივიღო პირდაპირი მარკეტინგული კომუნიკაციები.
▢ ელექტრონული ფოსტით
▢ ტექსტური შეტყობინების/SMS-ის საშუალებით”
Georgian translation:
“პირდაპირი მარკეტინგული კომუნიკაციების წესები და კონფიდენციალურობის განაცხადი
წინამდებარე პირდაპირი მარკეტინგული კომუნიკაციების წესები და კონფიდენციალურობის განაცხადი მომზადებულია იმისათვის, რომ გაცნობოთ, თუ როგორ ხორციელდება „Shaya Kahve Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi“-ის („Shaya Kahve“) მიერ თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავება, შენახვა და გადაცემა "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის („კანონი“) ფარგლებში. აღნიშნული დამუშავება ხორციელდება ჩვენს სერვისებთან, აქციებთან, განცხადებებთან, ღონისძიებებთან, რეკლამებთან, კამპანიებთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებული პირდაპირი მარკეტინგული კომუნიკაციების გაგზავნის, ასევე სხვა მარკეტინგული აქტივობების შესრულების მიზნით.
თქვენი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (სახელი, გვარი) და საკონტაქტო მონაცემები (ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი) დამუშავდება კომუნიკაციის განხორციელების, მარკეტინგული და ანალიტიკური აქტივობების შესრულებისა და სარეკლამო/კამპანიებთან დაკავშირებული/აქციებთან დაკავშირებული პროცესების წარმოების მიზნით. აღნიშნული დამუშავება ეფუძნება “კანონის" მე-12 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს პირდაპირ მარკეტინგთან დაკავშირებით, იმისათვის რომ თქვენთვის ელექტრონული კომუნიკაციების (ელექტრონული ფოსტა და ტექსტური შეტყობინება (SMS)) გაგზავნა განხორციელდეს. თქვენი პერსონალური მონაცემები გადაეცემა მხოლოდ უფლებამოსილ პირებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, მხოლოდ პირდაპირ მარკეტინგთან დაკავშირებული მიზნებისთვის.
თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ უსასყიდლოდ გაიხმოთ თქვენი თანხმობა, შესაბამისი მოთხოვნის გაგზავნით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: starbucks-app-ge@alshaya.com ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ “კანონის" 13–22 მუხლებით გათვალისწინებული უფლებებით კონფიდენციალურობის პოლიტიკაში მითითებული არხების მეშვეობით.”