ისტორია

our-heritage-hero-bannerყოველ დღე სამსახურში მივდივართ ორი ოცნებით: გავუზიაროთ ჩვენს მეგობრებს შესანიშნავი ყავა და დავეხმაროთ სამყაროს, რომ ცოტათი უკეთესი ადგილი გახდეს. ასე იყო 1971 წელს, როდესაც პირველი Starbucks გაიხსნა, და ასეა დღესაც.იმ დროს კომპანია მხოლოდ ერთი ობიექტისგან შედგებოდა, რომელიც ისტორიულ Pike Place Market-ში, სიეტლში მდებარეობდა. მხოლოდ ერთი პატარა ობიექტიდან Starbucks მომხმარებლებს სთავაზობდა მსოფლიოში უმაღლესი ხარისხის, ახლად მოხალულ ყავის მარცვლებს. სახელი, რომელიც შთაგონებულია Moby-Dick-ით, სათავეს იღებს ძველი ყავის მოვაჭრეების საზღვაო ტრადიციიდან და მათი ღია ზღვის სიყვარულიდან.

1981 წელს Howard Schultz-მა (Starbucks-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა) პირველად შეაბიჯა Starbucks-ის ობიექტში. მისი პირველი Starbucks გამოცდილება Sumatra-ს ფინჯნით დაიწყო და ერთი წლის შემდეგ კომპანიას შეუერთდა.

ორი წლის შემდეგ, 1983 წელს, Howard Schultz იტალიაში გაემგზავრა, სადაც იტალიური ესპრესოს ბარებითა და ყავის კულტურისადმი მათი დამოკიდებულებით მოიხიბლა. მას სურდა იტალიური კაფეს ტრადიცია United States-ში გადმოეტანა. შეექმნა ადგილი, სადაც ადამიანები შეძლებდნენ ერთად შეკრებას და საუბარს.... შეექმნა მათი მესამე ადგილი სახლისა და სამსახურის შემდეგ... ამისთვის შულცმა დროებით დატოვა Starbucks და გახსნა Il Giornale-ს კაფეები, ხოლო 1987 წლის აგვისტოში ადგილობრივი ინვესტორების მხარდაჭერით კვლავ დაბრუნდა კომპანიაში და შეიძინა Starbucks.

დაარსების დღიდან Starbucks ყოველთვის განსხვავებული ტიპის კომპანია იყო. ეს არასოდეს ყოფილა მხოლოდ ყავა და მდიდარი ყავის კულტურა. ეს იყო გამოცდილება.


ჩვენი მიზანია ვიყოთ ბრენდი, რომელიც შთააგონებს და ამდიდრებს ადამიანურ სულს!

დღეს Starbucks მსოფლიოში ნომერ პირველი კომპანიაა ყავის მოპოვებასა და მოხალვაში, მსოფლიოს 65 ქვეყანაში 21,000-ზე მეტი ობიექტით. და ჩვენ ვცდილობთ, თითოეულ ფინჯანში უნიკალური Starbucks-ის გამოცდილება შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს.
სტარბაქსი საქართველო