ეკო ობიექტებიჩვენ ვმუშაობთ ეკო ობიექტების შესაქმნელად, გარემოსადმი მეგობრული მასალებისა და ნაკლები ნახშირბადის ემისიის მქონე სისტემების გამოყენებით.ჩვენს ობიექტებში ვიყენებთ გარემოსადმი მეგობრულ სამშენებლო მასალებსა და ავეჯს და ვნერგავთ პრაქტიკებს ენერგიისა და წყლის დაზოგვისთვის.ამ პროცესში ჩვენი საქმიანობის წარმართვისა და ეფექტიანობის მაჩვენებლად ვიყენებთ U.S. Green Building Council-ის LEED® (Leadership in Energy and Environmental Design) სერტიფიცირების პროგრამას.
კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაკლიმატის ცვლილება დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომლის წინაშეც დედამიწა დგას. თუ მსოფლიო რუკას შევხედავთ, დავინახავთ, რომ ყავის მწარმოებელი რეგიონები და ტროპიკული ტყეები ერთსა და იმავე გეოგრაფიულ არეალებში მდებარეობს.ამიტომ, კლიმატის ცვლილების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა Starbucks-ისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ სხვადასხვა ინიციატივებისა და პროექტების მეშვეობით ვმუშაობთ, რათა დავიცვათ ტყეები ყავის მწარმოებელ რეგიონებში კლიმატის ცვლილების გავლენისგან და გავაუმჯობესოთ ყავის ფერმერების ცხოვრების პირობები.ჩვენი მიზანიჩვენ ვახორციელებთ პროგრამებს, რომლებიც ფერმერებს მხარს უჭერს მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკების დანერგვაში, რაც ბუნებრივი რესურსების დაცვას უწყობს ხელს და ეხმარება მათ, მაღალი ხარისხის ყავის წარმოებიდან მიიღონ შესაბამისი შემოსავალი.რას ვაკეთებთჩვენ ვზოგავთ ენერგიასა და წყალს, ვამცირებთ ჩვენი ჭიქებიდან წარმოქმნილ ნარჩენებს, ხელს ვუწყობთ გადამუშავებას და ვზრდით ეკო ობიექტების რაოდენობას, რათა მნიშვნელოვნად შევამციროთ ჩვენი გარემოზე ზემოქმედება. Starbucks 2004 წლიდან აქტიურად მუშაობს კლიმატის ცვლილების გავლენასთან გასამკლავებლად, განახლებად ენერგიასა და ენერგიის დაზოგვაზე ფოკუსირებით, და ამ მიმართულებით საქმიანობას მომავალშიც გააგრძელებს.