ყავები მოხალვის პროფილების მიხედვით

roast-banner
Starbucks Roast™, ანუ Starbucks-ის მეთოდით ყავის მოხალვა, მხოლოდ მარცვლების გარკვეული დროით კონკრეტულ ტემპერატურაზე დამუშავებას ან ყავის მარცვლებისთვის დამახასიათებელი ფერის მიღწევას არ ნიშნავს. ეს ხელოვნებაა და, უფრო მეტიც, მოხალვის ფილოსოფიაა, რომელიც ინტენსიურ გემოს გამოცდილებას უსვამს ხაზს.ჩვენი ყავები სამი მოხალვის პროფილით კლასიფიცირდება: Starbucks® Blonde Roast, Medium Roast და Dark Roast. როდესაც აღმოაჩენთ იმას, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს გემოვნებას, შეძლებთ ამ სპექტრში კიდევ უფრო მეტი არომატისა და მახასიათებლის გაცნობას.
Blonde Roast ყავებიStarbucks® Blonde Roast ყავის მარცვლები უფრო მოკლე დროით იხალება, რაც უზრუნველყოფს უფრო მსუბუქ სხეულს, რბილ არომატებს და სუფთა, მსუბუქ გემოს.
Medium Roast ყავებისაშუალოდ მოხალული ყავის მარცვლები გამოირჩევა რბილი და დაბალანსებული ხასიათით, მდიდარი და ადვილად აღსაქმელი გემოებით, რაც მათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში სასიამოვნო არჩევანად აქცევს.
Dark Roast ყავებიმუქად მოხალულ ყავებს უფრო სრული სხეული და გამოკვეთილი, ძლიერი გემო ახასიათებთ. ამ კატეგორიაში, რომელიც Starbucks-ის ყავის ექსპერტიზის ერთ-ერთი გამორჩეული გამოხატულებაა, გთავაზობთ ინტენსიურად გემრიელ ყავებს, რომლებიც გემოს უფრო ხანგრძლივად ტოვებს სასაზე.
ხშირად დასმული კითხვები ყავის შესახებ

  • მოხალვის შემდეგ ყავა თანდათან კარგავს თავის არომატსა და გემოს, რაც უფრო მეტად ექვემდებარება ჰაერისა და ტენიანობის ზემოქმედებას. გირჩევთ, ყავა შეიძინოთ თქვენი საჭიროების მიხედვით, შეინახოთ ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში, გრილ და სინათლისგან დაცულ ადგილას, და დაფქვათ უშუალოდ მომზადებამდე. თქვენი Starbucks ყავის შეფუთვაში გამოყენებული FlavourLock™ ტექნოლოგიის წყალობით, გაუხსნელი შეფუთვა ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე ინარჩუნებს სიხალისეს.

  • Starbucks იყენებს FlavourLock™ ტექნოლოგიას თავისი ყავის მარცვლების სიხალისის შესანარჩუნებლად. FlavourLock™ არის ერთმხრივი შეფუთვის სისტემა, რომელიც ახლად მოხალული ყავის მარცვლებიდან გამოყოფილ ნახშირორჟანგს დალუქული შეფუთვიდან გარეთ უშვებს ისე, რომ ჟანგბადის შეღწევას არ უშვებს. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, ყავა მოხალვისთანავე შეიფუთოს. შედეგად, ჩვენი ყავა, რომელსაც 250-გრამიან შეფუთვებში გთავაზობთ, სიხალისეს შენარჩუნებს მის გამოყენებამდე. ყავის მარცვლები შეფუთვის გახსნის შემდეგ დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში ინარჩუნებს სიხალისეს. ხოლო დაფქული ყავის იმავე დღეს მოხმარებას გირჩევთ.

  • ყველაზე ახალი და გამორჩეული გემოს მისაღებად გირჩევთ, ყავის მარცვლები უშუალოდ მომზადების დროს დაფქვათ. სურვილის შემთხვევაში, ჩვენს ობიექტებში ასევე შეგიძლიათ ყავის მარცვლების დაფქვა თქვენთვის სასურველი მომზადების მეთოდის მიხედვით.

    მომზადების მეთოდი განსაზღვრავს, როგორ უნდა დაიფქვას თქვენი ყავა:
    * მსხვილად - ყავის პრესისთვის,
    * საშუალოდ - ფილტრის ყავის აპარატებისთვის,
    * წვრილად - ესპრესოს აპარატებისთვის,
    * ძალიან წვრილად - თურქული ყავის მომზადების მეთოდისთვის თქვენი ყავის მარცვლები განსაკუთრებულად წვრილად უნდა იყოს დაფქული.

  • სახლში იდეალური Starbucks ყავის მოსამზადებლად გირჩევთ გამოიყენოთ ყავის პრესი, რადგან ამ მეთოდში ყავა და წყალი უფრო ხანგრძლივი დროით რჩება ერთად. ეს საშუალებას აძლევს ყავას, სრულად გაიხსნას და საუკეთესო ფორმით გამოავლინოს თავისი გემო.

    ყავის პრესში მოსამზადებლად იდეალური თანაფარდობაა 10 გრამი ახლად დაფქული ყავა ყოველ 180 მლ (6 უნცია) წყალზე. ეს რეცეპტი ეფუძნება გლობალურად მიღებულ თანაფარდობას.

    ამ მომზადების მეთოდისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ყავის პრესისთვის დაფქული ყავის შემდეგი რაოდენობა:
    * 8-ფინჯნიანი პრესისთვის - 7 Starbucks კოვზი ყავა (50 გ)
    * 4-ფინჯნიანი პრესისთვის - 4 Starbucks კოვზი ყავა (28 გ)
    * 3-ფინჯნიანი პრესისთვის - 3 Starbucks კოვზი ყავა (21 გ)

    ყავის პრესში მომზადებისას უკეთესი შედეგისთვის რეკომენდებულია ადუღებული წყლის გამოყენება, რომელიც 2 წუთის განმავლობაში იქნება დაყენებული. 4 წუთიანი დაყენების შემდეგ თქვენი ყავა მზად იქნება მოსამზადებლად და დასალევად. გირჩევთ, მომზადების შემდეგ ყავა 20 წუთის განმავლობაში მიირთვათ.
    * 1 Starbucks კოვზი (სკუპი) = 7 გ ყავა
    * 2 სუფრის კოვზი = 10 გ ყავა
სტარბაქსი საქართველო